вторник, 25 мая 2010 г.

ჩემი სოფელი

we1. პროექტის სახელი:ზღაპარი–ხალხური სიბრძნე
2. პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მონაწილენი იკვლევენ ზღაპრის ისტორიას და მის როლს ლიტერატურის, ხელოვნებისა და ზოგადად, საზოგადოების განვითარებაში
3.პროექტ
ის სრულიაღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ და მიიღებენ ინფორმაციას ქართული
ხალხური ზღაპრების შესახებ,გაეცნობიან მათი შექმნის ისტორიას. მოიძიებენ ხალხური ზეპირსიტყვიერებიდან შექმნილ მითებს:ამირანის,კომბალას,სამზევარისა და სხვათა სახით.გაეცნობიან ზღაპრის განმარტებას. სხვადასხვა ქვეყნის ზღაპრების შესახებ მოიძიებენ ინფორმაციას,გაანალიზებენ მათ შორის მსგავსება–განსხვავებას.საძიებელ სამუშაოებს ჩაატარებენ ქართული ზღაპრის შესახებ,მასში ასახულ სიბრძნეზე.მოსწავლეები დაიყოფა ჯგუფებად თითოეული წარმოადგენს თითო ზღაპრის ინსცენირებას, იმსჯელებენ ზღაპრის მნიშვნელობაზე.შეგროვილი მასალების მიხედვითგააკეთებენ ილუსტრაციბიან წიგნს.საბოლოოდ ყველაფერი ეს აისახება ერთ საიტზე.
4.მონაწილეტა ასაკი:მე–4 მე–5 კლასები
5.ვადები:3 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ინდივიდუალურად და ჯგუფებში მუშაობა დამხმარე ლიტერატურითა და ინტერნეტის საშუალებით,მასალების მოძიება,ექსკურსიის მოწყობა თოჯინების თეატრში,ილუსტრაციების გაკეთება, დისკუსიების გამართვა ნახატების გამოფენა, ზღაპრის თემაზე შექმნილი ანიმაციური ფილმების ჩვენება,მიღებული შთაბეჭდილებების გააზრებით წერითი ჩანახატების შესრულება. ნამუშევრების განთავსება ბლოგში.
7. მოსალოდნელი შედეგები:ჟურნალი–ზღაპრის ილუსტრაციებით,საუკეთესო ნახატების გამოფენა,სკოლაში ზღაპრის ინსცენირება.შეხვედრა თოჯინების თეატრის პერსონაჟებთან. ოჯახებში ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მოძიაბა და ჩაწერა.
8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტის აქტიური მონაწილენი ცოდნით ლიტერატურაში ,ხელოვნებაში თანატოლებს გაუზიარებენ მოძიებულ ინფორმაციას და გააცნობენ თავიანთ პროაქტს ინტერნეტის საშუალებით.
9. სამუშაო ენა:ქართული
10. საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ზეპირი მეტყველებისა და წერითი ლიტწრატურულ სტილისტური ჩვევების გაღრმავება–გაუმჯობესება.უშუალო კავშირი ლიტერატურულ ნაწარმოებთან, ისტორიულ წყაროებთან. ფოლკლორთან და ა.შ.
11. პროექტის ავტორის სახელი:ხათუნა გაბრიჭიძე
12. პროექტის ავტორის ელ.ფოსტა:xatugabrichidze1968@gmail.com